თავში

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარია

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარია
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი  840 მლნ ლარია

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარია, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტის მიხედვით, ხარჯების კლება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პროგრამის დაფინანსების 170 მილიონი ლარით შემცირებაა. გაისად ამისთვის 72.2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ახალი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში 2020 წელთან შედარებით 96 მილიონი ლარით ნაკლები,140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება/გაუმჯობესებისთვის კალაძის გუნდი 106 მლნ ლარს ითვალისწინებს. ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად კი 4 მლნ ლარია გათვალიწინებული. 39 მლნ ლარია გამოყოფილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა  გაისად დედაქალაქს 164 მლნ ლარი დაუჯდება, განათლებისთვის 162 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის დაფინანსება 38 მლნ ლარი დაჯდება. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დედაქალაქის მთავრობა 4 მლნ ლარს ითვალისწინებს ხოლო თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები დაფინანსდება 107 მლნ ლარით.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლისთვის თვითმმართველობის დაფინანსების ძირითადი წყაროდ განსაზღვრულია საგადასახადო შემოსავლები, რაც, 2020 წელთან შედარებით 66 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 657 მილიონი ლარს უტოლდება.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქციები და კომისიები 24 ნოემბრამდე განიხილავენ და ხვალ, 24 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტი საკრებულოს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.

გაისად დედაქალაქის მთავრობა პრივატიზაციიდან 20 მლნ ლარს ელის.

გადასახადებისგან თბილისის მერია მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, 66 მლნ-ით მეტ შემოსავალს ელის.

სათამაშო ბიზნესიდან თბილისის ბიუჯეტში 25 მილიონი შევა.

2020 წლის თბილისის ბიუჯეტის წლიური გეგმა 56.8%-ით შესრულდა. დედაქალაქს წელს სესხების მომსახურება/დაფარვა 18 მლნ ლარი დაუჯდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system