თავში

თბილისის ბიუჯეტის გეგმა 56.8%-ით შესრულდა

თბილისის ბიუჯეტის გეგმა 56.8%-ით შესრულდა
თბილისის ბიუჯეტის გეგმა 56.8%-ით შესრულდა

2020 წლის 9 თვეში, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში პრივატზაციის შედეგად 27,2 მლნ ლარია მობილიზებული. 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის თანახმად, პრივატიზაციიდან 48 მლნ ლარის შემოსავლის მიღება იგმებოდა, ანუ წლიური გეგმა 56.8%-ით შესრულდა.

დედაქალაქის მთავრობამ ყველაზე მეტი შემოსავალი მიწის გაყიდვიდან მიიღო. ძირითადი აქტივების გაყიდვიდან მიღებულია 3 მლნ ლარი, მატერიალური მარაგების გაყიდვიდან - 239.4 ათასი ლარი, ხოლო არაწარმოებული აქტივების (მიწა) გაყიდვიდან - 23,965.4 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, პანდემიის პირობებში, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მუნიციპალიტეტს სავარაუდოდ, საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის მეტად მობილიზება მოუწევს.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარია, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქციები და კომისიები 24 ნოემბრამდე განიხილავენ და ხვალ, 24 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტი საკრებულოს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.

ცნობისთვის, თვითმმართველობის დაფინანსების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლები იქნება, რაც 657.3 მილიონი ლარს შეადგენს. მომავალი წლის ბიუჯეტში „სხვა შემოსვალების“ სახით 156.8 მლნ ლარის (2020 – 180 მლნ) მიღებაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარია, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია.

გაისად დედაქალაქის მთავრობა პრივატიზაციიდან 20 მლნ ლარს ელის.

გადასახადებისგან თბილისის მერია მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, 66 მლნ-ით მეტ შემოსავალს ელის.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქციები და კომისიები 24 ნოემბრამდე განიხილავენ და ხვალ, 24 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტი საკრებულოს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.

2020 წელს დედაქალაქს სესხების მომსახურება/დაფარვა 18 მლნ ლარი დაუჯდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system