თავში

წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა

წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა
წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა

6, 27 და 28 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სკი-კროსის მსოფლიო თასის, ხოლო 3,4 და 5 მარტს - სნოუბორდ კროსის ჩემპიონატები გაიმართება.

სათხილამურო ფედერაციის განმარტებით, ორივე ეტაპისთვის სპორტსმენების რეგისტრაცია დასრულებულია და წელს ბაკურიანს 15 ქვეყნიდან 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა. ესენია: იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, გერმანია, კანადა, ჰოლანდია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ავსტრია, ავსტრალია და არგენტინა.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ისტორიაში პირველად და თანაც საქართველოში, სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება ჩატარდება. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო გუნდიდან 1 გოგო და 1 ბიჭი იქნება ტრასაზე. სათხილამურო ფედერაციის შეფასებით, არანაკლებ სანახაობრივი იქნება სნოუბორდ კროსის შეჯიბრი, სადაც ასევე 4 სპორტსმენი ერთდროულად აიღებს სტარტს და ფინიშის ხაზის უმოკლეს დროში გადაკვეთას ეცდება.

ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აშენდა ტრასები -გაიწმინდა და ხელოვნური თოვლით გათოვლიანდა. ტრასისის ფინალური ინსპექტირება  FIS - ის დელეგატების მეთვალყურეობით ხდება.

საქართველოს სათხილამურო ფედრერაციის პრეზიდენტის, ზურაბ კოსტავას, თქმით, ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. დელეგატები უკვე საქართველოში იმყოფებიან და ისინი ორ სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული.

ზამთრის საერთაშორისო ჩემპიონატების მსოფლიო რუკაზე საქარველო ადგილს იმკვიდრებს და ზამთრის საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი ქვეყნის სტატუსს იძენს.  ბაკურიანში 26 - 28 თებერვალს სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს მთის კურორტებს წელს მსოფლიოს 500 სპორტსმენი ეწვევა. 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი 26 - 28 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს სკი სქორსის მსოფლიო თასის შეჯიბრში. 

ცნობისთვის, ზამთრის სამთო კურორტები გუშინ სრული დატვირთვით ამოქმედდა. 8 მარტს ჩაირთვება საბაგიროები.

შეგახსენებთ, ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system