თავში

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა

წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა
წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 10 456 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 69.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის თანახმად, წლიურად აზერბაიჯანში საქართველოდან გაყიუდული მანქანების რაოდენობა 2 270 ერთეულით ან 27.7% -ითაა გაზარდილი. 

წელს პირველ ოთხ თვეში საქართველომ ჯამში 125 მილიონი 357.1 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი დააექსპორტა, რაც 10.7% -ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში საქართველოდან 7 193 მსუბუქი ავტომობილი დაექსპორტდა, რომლის საერთო ღირებულება 47,8 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში დააექსპოტა 86.5 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები. წლიურად მაჩვენებელი 35.1%-ითაა შემცირებული. შემცირებულია მანქანების იმპორტიც. წელს პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირდა 168.5 მლნ. დოლარის მსუბუქი ავტომობილები, კლება 12.9%-ს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system