თავში

ცოტნე ზურაბიანი: TANAP მტკიცებულებაა, რომ სამეზობლო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს

ზურაბიანი: TANAP მტკიცებულებაა, რომ სამეზობლო პოლიტიკას ალტერნატივა
ცოტნე ზურაბიანი: TANAP მტკიცებულებაა, რომ სამეზობლო პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ზურაბიანი TANAP - ის პროექტის გახსნას ეხმაურება. მისი თქმით, ეს არის სამხრეთის დერეფანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„უკვე დამთავრდა პროექტის ძირითადი ნაწილი და გაზსადენი მზად არის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ევროპას მიაწოდოს საქართველოსა და თურქეთის გავლით.

TANAP და TAP - ეს პროექტები გაზრდიან ჩვენი ქვეყნების შემოსავალს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ევროპის რუსეთისაგან ენერგოდამოუკიდებლობაში.

TANAP - ყველაზე გრძელი გაზსადენია არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაშიც და მისი წარმატებით რეალიზება ჩვენი რეგიონის შესაძლებლობების კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სამეზობლო პოლიტიკას, სტაბილურობას და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებას ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნების და რეგიონის განვითარების საქმეში”, -აღნიშნავს ზურაბიანი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP - ის პროექტი გუშინ გახსნა.

საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system