თავში

ვინ იცავს მეზღვაურთა უფლებებს საქართველოში

ვინ იცავს მეზღვაურთა უფლებებს საქართველოში
ვინ იცავს მეზღვაურთა უფლებებს საქართველოში

საზღვაო სფეროს განვითარების მიმართულებით ბოლო პერიოდში ბევრი სიახლეა. თუმცა სპეციალისტების ნაწილი დიდ დაბრკოლებად მიიჩნევს ფაქტს, რომ ქვეყანას მეზღვაურთა შრომის კოდექსი არ აქვს. ამის მიუხედავად, როგორც ,,გაერთიანებული პროფკავშირების" ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, საზღვაო სფეროში დასაქმებულების უფლებებს იცავს საერთაშორისო კონვენციები, მათ შორის საზღვაო შრომის კონვენცია. გარდა ამისა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რომ ქვეყანამ მეზღვაურთა უფლებების დაცვის მიზნით პრევენციის მექანიზმი აამოქმედოს, რაც გულისხმობს მეზღვაურთა შრომის კოდექსის მიღების ვალდებულებას, მაგრამ  ამ ასეთი დოკუმენტი საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული.

,,ცნობილია, რომ საერთაშორისო დონის ბაზარი დარეგულირებულია საერთაშორისო კონვენციებით და გარკვეული კრიტერიუმები ასოცირების ხელშეკრულებითაც არის განსაზღვრული, რის შესრულების ვალდებულებაც ქვეყანას გააჩნია. ამ შეთანხმებით, დღეს მეზღვაურები ბევრად უფრო ღირსეულ შრომას ეწევიან, მათი უფლებები ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე  საქართველოს კანონმდებლობა იცავს. საქართველოში მუშაობის პირობებში, რა თქმა უნდა მეზღვაური ექვემდებარება აქაურ შრომის კოდექსს, რომელიც იცავს მეზღვაურთა უფლებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ მიიღოს მეზღვაურთა შრომის კოდექსი. როგორც ცნობილია, შრომის საერთაშორისო  ორგანიზაცია, რომლის წევრ ქვეყანასაც საქართველო წარმოადგენს, ინტენსიურად გვიწევს რეკომენდაციებს მეზღვაურთ და მეშახტეების უფლებებთან დაკავშირებით, შემუშავებული აქვთ ქარტია, რითაც ვხელმძღვანელობთ", - განმარტავს ირაკლი პეტრიაშვილი.

გარდა ამისა, როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, საზღვაო შრომის კონვენციის თანახმად, მეზღვაურებმა განურჩევლად ეროვნებისა, დასაქმებისას აუცილებლად უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება გემთმფლობელთან ან მის წარმომადგენელთან. ხელშეკრულება მეზღვაურებს იცავს უცხო ქვეყნის ნავსადგურებში მიტოვებისა და შრომითი ტრეფიკინგისაგან.

მეზღვაურის ხელფასის ოდენობა, გემთმფლობელის მიერ სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეზღვაურის უკან გარანტირებული დაბრუნება, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ვადები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აუცილებელია კონტრაქტში იყოს ჩაწერილი.

გაერთიანებული პროფკავშირების" ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ევროკავშირის 20-ზე მეტი დირექტივა აქვს შესასრულებელი. დირექტივების დიდი ნაწილი ტექნიკურია. მეზღვაურთა სოციალურ–ეკონომიკური უფლებების გარდა საქართველოს მთავრობამ ნავსადგურის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. 

ცნობილია, რომ პრემიერმა გახარიამ შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა მთავრობის პრიორიტეტად გამოაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები საქართველოში 140 მლნ დოლარს რიცხავენ. 

გიორგი გახარიამ მეთევზეებს ის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები გააცნო, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოში, პირველი თევზსაჭერი გემი შენდება. 

მნიშვნელოვანია, რომ ფოთში საზღვაო განათლება ოფიციალურად დაბრუნდა, ახალ სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system