თავში

ზეთი ისევ გაძვირდა

ზეთი ისევ გაძვირდა
ზეთი ისევ გაძვირდა

2021 წლის თებერვალი საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში.  2021 წლის თებერვალში ზეთი და ცხიმი 4.9 პროცენტით გაძვირდა 2021 წლის იანვართან შედარებით, ხოლო ამ მასობრივი მოხმარების პროდუქტზე ფასები წლიურ ჭრილში მომატებულია 34.3 პროცენტით. 

საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა 2021 წლის იანვარშიც და 2020 წლის დეკემბერშიც.

2020 წელს, წინა, 2019 წელთან შედარებით, მცენარეულ ზეთებზე საერთაშორისო ფასები 19.1%-ით გაზარდა.

ბოლო დროს შეუქცევადად იზრდება მცენარეული ზეთების საერთასორისო ფასების ინდექსიც. 2021 წლის იანვარში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, მცენარეულ ზეთზე საერთაშორისო ფასების ინდექსი 5.8%-ითაა გაზრდილი.  ზრდის მიზეზად, ბაზრის ანალიტიკოსები პალმის ზეთის, დაგეგმილზე ნაკლებ წარმოებას ასახელებენ. მათივე განმარტებით, დაბალი წარმოების მიზეზი, მალაიზიასა და ინდონეზიაში არაკეთილსაიმედო მეტეოროლოგიური პირობები და მიგრანტი მუშახელის ნაკლებობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system