თავში

"ბეჭდების მბრძანებლის" გადაღებას ახალი ზელანდიიდან გადაიტანენ

​"ბეჭდების მბრძანებლის" გადაღებას ახალი ზელანდიიდან გადაიტანენ
ბეჭდების მბრძანებლის გადაღებას ახალი ზელანდიიდან გადაიტანენ

კომპანია Amazon ტელესერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" მეორე სეზონის გადაღებას ახალი ზელანდიიდან დიდ ბრიტანეთში გადაიტანს. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

შოუს პირველი სეზონის გადაღება 2 აგვისტოს დასრულდა. პირველი სეზონის პოსტ-პროდაქშენი ახალ ზელანდიაში 2022 წლის ივნისამდე გაგრძელდება, ხოლო მეორე სეზონის გადაღებისთვის მზადება დიდ ბრიტანეთში დაიწყება.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბეჭდების მბრძანებლის სამყაროს ეკრანიზაცია ახალი ზელანდიის ფარგლებს გარეთ იქნება გადაღებული.

სერიალი სტრიმინგ-პლატფორმაზე 2021 წელს გამოვა.

ცოტა ხნის წინ სერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" პირველი კადრები გამოქვეყნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system