თავში

ჯონი დეპი მორიგ სკანდალში გაეხვა

ჯონი დეპი მორიგ სკანდალში გაეხვა
ჯონი დეპი მორიგ სკანდალში გაეხვა

ჰოლივუდის მსახიობები ჯონი დეპი, ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰარდის გამო, ახალ სკანდალში გაეხვა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ  Daily Mail  წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2013 წელს "კარიბის ზღვის მეკობრეების" ვარსკვლავი მსახიობ პოლ ბეტანთან პირად მიმოწერაში მეუღლის, ემბერ ჰარდის "ჩაძირვის" თემას განიხილავდა.

ჯონი დეპი პოლ ბეტანს წერდა, რომ ემბერ ჰარდის "ჯერ უნდა დაეხრჩოთ, შემდეგ კი დაეწვათ".

მსახიობს მორიგ სასამართლო პროცესზე მოუწევს დაამტკიცოს, რომ აღნიშნული მიმოწერა არა მუქარას, არამედ შავ იუმორს შეიცავს.

ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი 2015 წლის თებერვალში დაქორწინდნენ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაშორდნენ. მოგვიანებით დეპმა ყოფილ მეუღლეს უჩივლა და 50 მილიონი დოლარი მოსთხოვა The Washington Post-ის სტატიისთვის, სადაც ის საკუთარ თავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს უწოდებდა. 

2 ნოემბერს ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯონი დეპმა გაზეთ Sun-ის წინააღმდეგ, გამოქვეყნებული ცილისმწამებლური სტატიის გამო შეტანილი სარჩელი წააგო. სამთვიანი გახმაურებული სასამართლო პროცესის ბოლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეპი ყოფილ მეუღლეზე ძალადობდა, არსებითად სიმართლე იყო.

მოსამართლის განცხადებით, ჯონი დეპის მიერ ემბერ ჰერდზე განხორციელებული სავარაუდო თავდასხმების დიდი უმრავლესობა დამტკიცდა.

კინოკომპანია Warner Bros.-მა მსახიობ ჯონი დეპს, წაგებული სასამართლო დავის შემდეგ, ფილმ Fantastic Beasts-ის დატოვება მოსთხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system