თავში

"11 წელი საპატიმროში უდანაშაულოდ..." - მოსამართლეობის კანდიდატი კრიტიკას პასუხობს

"11 წელი საპატიმროში უდანაშაულოდ..." - მოსამართლეობის კანდიდატი კრიტიკას პასუხობს
11 წელი საპატიმროში უდანაშაულოდ... - მოსამართლეობის კანდიდატი კრიტიკას პასუხობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო სანდოძის მოსმენა დაასრულა, კანდიდატთან ძირითადი კითხები მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაისვა.

"ევროპელი სოციალისტების" წევრის ფრიდონ ინჯიას განცხადებაზე, რომ მას მერე, რაც გია გვიჩიანი, 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ, უდანაშაულო აღმოჩნდა, სანდოძეს არ ჰქონდა უფლება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეტენზია გაეცხადებინა, სანდოძემ განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს. 

"თუ მოსამართლე იმის შიშით იქნება, რომ მომავალში, 5-10 წლის შემდეგ გამოვლინდება ახალი მტკიცებულება, სახელმწიფო მიიღებს შეშინებულ მოსამართლეს. ჩემს მიერ მიღებულ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაზე ვაგებ პასუხს,"- განაცხადა ნინო სანდოძემ პასუხად.

დეპუტატები და მესამე სექტორის წარმომადგენლები დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system