თავში

33 წლის მამაკაცი 6 წლის დისშვილზე და მეზობელ გოგოზე სექსუალურად ძალადობდა

33 წლის მამაკაცი 6 წლის დისშვილზე და მეზობელ გოგოზე სექსუალურად ძალადობდა
33 წლის მამაკაცი 6 წლის დისშვილზე და მეზობელ გოგოზე სექსუალურად ძალადობდა

6 წლის ორ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 33 წლის გ.ჯ-ს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ის საპატიმროში 8 წელს გაატარებს. საქმის მასალების მიხედვით მსჯავრდებულმა საკუთარი დისშვილზე და მეზობლის ბავშვზე იძალადა.

ბავშვები პოლიციაში ფსიქოლოგების და სოცმუშაკების თანდასწრებით დაიკითხნენ. არასრუწლოვანები ჰყვებოდნენ, რომ გიორგიმ ისინი გააშიშვლა და მოსთხოვა, რომ ეს საიდუმლო არავისთვის ეთქვათ. მათივე ინფორმაციით გიორგისთან ერთად ისინი ხშირად თამაშობდნენ დამალობანას.

ბრალდებულმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენა.

ის განსასჯელის სკამზე ამჯერად მეორედ იჯდა. 33 წლის ბრალდებული ერთხელ უკვე იყო პასუხისგებაში მიცემული გარყვნილი ქმედებისთვის. მაშინ მან ციხეში წელიწად-ნახევარი გაატარა.

ამჯერად მსჯავრდებული საპყრობილეში 8 წელი დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system