თავში

აჭარაში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

აჭარაში აქციაზე ერთი პირი დააკავეს
აჭარაში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ აჭარის პოლიციის უფროსსმა განაცხადა.

კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, მოქალაქის დაკავების მიზეზი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გახდა.

„აქციის ფარგლებში შენობაზე დაამაგრეს ბუშტები, რაზეც სამართალდამცველებმა მოუწოდეს, რომ მოეხსნათ და ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. დავაკავეთ ერთი პირი და დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ. ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული“,-განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაცით აქციაზე დააკავეს ერთი პირი და დაშავდა ერთი ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system