თავში

ახალციხეში, 89 წლის ქალი ოჯახის წევრებს ცემაში ადანაშაულებს

ახალციხეში, 89 წლის ქალი ოჯახის წევრებს ცემაში ადანაშაულებს
ახალციხეში, 89 წლის ქალი ოჯახის წევრებს ცემაში ადანაშაულებს

ახალციხეში, ოჯახში კონფლიქტის დროს 89 წლის ქალი დაშავდა. ის ოჯახის წევრებს ცემაში ადანაშაულებს. როგორც ქალი ამბობს, მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს. ინფორმაციას "მეცხრე არხი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან უკვე გაწერეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს. 

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 89 წლის ქალის შვილია დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system