თავში

აქციაზე დაკავებულ ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

აქციაზე დაკავებულ ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
აქციაზე დაკავებულ ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ, მოძრაობა ,,სირცხვილიას" აქტივისტ ლექსო მაჭავარიანს 1000- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მეშველიანმა ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ,,სირცხვილიას" კიდევ ორი წევრის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის პროცესი.

პარალელურად კი, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ. 

ცნობისთვის, გუშინ, მოძრაობა "სირცხვილიას" "დაუმორჩილებლობის" აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ,,სირცხვილიას" სამი აქტივისტი: ნოდარ რუხაძე, გიორგი მჟავანაძე და ლექსო მაჭავარიანი. ისინი ტერიტორიაზე შეშის შეტანას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

ახალგაზრდები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system