თავში

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი გაამართლეს

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი გაამართლეს
არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი გაამართლეს

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელსაც ბრალი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ წარუდგინეს, რუსთავის სასამართლომ გაამართლა. სასამართლომ გაამართალ მასთან ერთად ბარლდებული კიდევ სამი პირი. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხები უკან დაუბრუნდათ. 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდიდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. 

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system