თავში

,,არასდროს დამავიწყდება მისი ცრემლიანი თვალები და სიტყვები..." - 80-წლამდე კაცი პატიმრობას გადაურჩა

,,არასდროს დამავიწყდება მისი ცრემლიანი თვალები და სიტყვები..." - 80-წლამდე კაცი პატიმრობას გადაურჩა
,,არასდროს დამავიწყდება მისი ცრემლიანი თვალები და სიტყვები... - 80-წლამდე კაცი პატიმრობას გადაურჩა

გოჩა ვარდანიძე უზენაესმა სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, ვარდანიძე 1994 წელს ჩადენილი ყაჩაღობისთვის 2007 წელს გაასამართლეს და სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრეს.

,,ასაკოვანი მსჯავრდებული მთელი ამ წლების განმავლობაში იმყოფებოდა ძებნაში.

სამშობლოში დაბრუნდა 2019 წელს და აეროპორტშივე დააკავეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი, მოვითხოვეთ მტკიცებულებათა გამოკვლევა და დავასაბუთეთ გ. ვარდანიძის უდანაშაულობა.

დადასტურდა, რომ საქმე თავის დროზე იყო არასწორად გამოძიებული.1994 წლიდან ძებნაში ყოფნის შემდეგ გ. ვარდანიძე დაუბრუნდა მშობლიურ სახლს ბაღდათში.არასდროს დამავიწყდება სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების წუთები, ასაკოვანი კაცის ცრემლიანი თვალები და სიტყვები: " წავედი ჩემს იმერეთში", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system