თავში

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკა კულულაშვილმა მიიღო.

ბავშვთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირია დაკავებული. მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და პედაგოგი.

პროკურატურა მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.,

კანონი, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ, 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system