თავში

,,ავტომობილები რომ არ დასჯახებოდნენ, თურმე ამ მიზნით მისდევდა ექვსივე"

,,ავტომობილები რომ არ დასჯახებოდნენ, თურმე ამ მიზნით მისდევდა ექვსივე"
,,ავტომობილები რომ არ დასჯახებოდნენ, თურმე ამ მიზნით მისდევდა ექვსივე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ვახტანგ ჩიქოვანის დაკითხვა, რომელიც საქმეში ერთადერთი ბრალდებულია, რომელსაც დაზარალებულის სტატუსიც აქვს.

ამ წუთებში კი იკითხება არასრულწლოვანი ზ.ხ, რომელიც 18 ივნისის ღამეს "ტოიოტა ქამრით" გადაადგილდებოდა.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნ.ქ.-ს ადვოკატის ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ამირხანაშვილს ჰქონდა საშუალება, შაქარაშვილი მოეძებნა, თუმცა ინიციატივა არ გამოიჩინა.

,,ჩიქოვანის განმარტებით, მას არ ჰქონდა ფული და შესთავაზეს, რომ ისინი მიიყვანდნენ თბილისამდე. დაეთანხმა, რომ წაჰყოლოდა მათ ავტომანქანით თბილისამდე. ამავე დროს, ჩიქოვანმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვა თავისი მეგობრები, სახელდობრ, მან აქცენტი გააკეთა აწ გარდაცვლილ შაქარაშვილზე. დასანანად თქვა ის ფაქტი, რომ მას რომ მიეცა საშუალება იმისა, რომ მოეძებნათ შაქარაშვილი, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. მაგრამ, ამის შესახებ მან არ გამოიჩინა ინიციატივა და ასე გამოდის, რომ მან (ამირხანაშვილმა) უარი თქვაო", - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება დამაჯერებელი არ იყო და ის სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. 

ამასთან, პროკურორის თქმით, ჩვენებაში ვახტანგ ჩიქოვანი ამბობს, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები ხიდზე მიმავალ პირებს, მათ შორის, შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რომ მანქანა არ დასჯახებოდა.

"აღსანიშნავია, რომ ძირითად მომენტებზე მოწმე აფიქსირებდა, რომ არ ახსოვდა. მოწმის მიზანი, მისი განმარტებით, იყო ძალიან კეთილშობილური, ავტომობილები რომ არ დასჯახებოდნენ ქვეითებს, თურმე, ამ მიზნით მისდევდა ექვსივე პიროვნება", - აცხადებს პროკურორი. 

რაც შეეხება ამირხანაშვილის ჩვენებას პროკურორი ამბობს, მას თბილისამდე წასასვლელი ფული ნამდვილად ჰქონდა და ტაქსიც გააჩერა.

მოწმემ დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა თანხა. გზაში, როცა გადაადგილდებოდნენ, იძახებდნენ ტაქსის, გაჩერდა კიდევაც ტაქსი, მაგრამ კოვიდის ინფექციიდან გამომდინარე, რეგულაციების გამო, არ ჩასვეს, რითიც დასტურდება, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება სიმართლეა და შესაბამისობაშია საქმის დეტალებთან",  - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმეცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system