თავში

"ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს ჰაერის ტემპერატურა"- პროკურორი

"ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს ჰაერის ტემპერატურა"- პროკურორი
ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს ჰაერის ტემპერატურა- პროკურორი

"საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად, შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი,"- ამის შესახებ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა.

" საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათია განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა," - განაცხადა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მანქანაში იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system