თავში

ბათუმის გეზ-ში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ბათუმის გეზ-ში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ბათუმის გეზ-ში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ბათუმის გეზ-ში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონელის ღირებულებამ 10 048 ლარი შეადგინა.

„გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს მოქალაქის მ.ზ-ს ტვირთს, რისკის პროგრამის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, დოკუმენტების კამერალური შემოწმების და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10 048 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10 048 ლარი შეეფარდა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system