თავში

ბებიის მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში 14 წლის გოგო დააკავეს

ბებიის მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში 14 წლის გოგო დააკავეს
ბებიის მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში 14 წლის გოგო დააკავეს

თბილისში, მუხიანის დასახლებაში, 14 წლის გოგონა საკუთარი ბებიის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

მოზარდმა ბებიას რამდენიმე დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა. ბებიის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 

ბავშვი მომხდარიდან მალევე პოლიციამ დააკავა. 

დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა ბებიისა და მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ოჯახში მომხდარი კონფლიქტი. 

80 წლის ბებია ამბობს, რომ მოზარდის აგრესიული ქცევა მისი დედის ალკოჰოლდამოკიდებულებით არის გამოწვეული. დაზარალებული ბებიის თქმით, ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახური კონფლიქტების გამო აქვს. ბებია არ აკონკრეტებს, ვინ გამოიძახა ადგილზე პოლიცია. 

მომხდარზე სასამართლომ დახურულ სხდომაზე იმსჯელა. 14 წლის გოგო ახლა საბოლოო განაჩენს ციხის საკანში ელოდება. 

წყარო: "ტვ პირველი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system