თავში

ბიძინა ესებუას ადვოკატის პირველი კომენტარი

ბიძინა ესებუას ადვოკატის პირველი კომენტარი
ბიძინა ესებუას ადვოკატის პირველი კომენტარი

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა, რომელიც ცეცხსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა. 

მისი განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც დაკავებულს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

ნივთმტკიცებები ამოღებულია მისი კუთვნილი მანქანიდან, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მას ჩაუდეს. მოგეხსენებათ, ის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით ამ მანქანის საბარგული არ იკეტებოდა და თვლის, რომ სწორედ ამ დროს მოხდა იარაღის ჩადება. საუბარია ორ ხელყუმბარაზე და ას ცალ ვაზნაზე. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ბიძინას ეს მასალა საბარგულში?”-განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system