თავში

განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა
განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი.ა.-ს და მაღაზიის გამყიდველ ე.ჟ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა.

მაღაზიის გამყიდველმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა, რომლებიც დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ და ი.ა.-ს მოუწოდეს აგრესია შეეწყვიტა, რა დროსაც მან თანამშრომელს დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

იგივე პიროვნებამ თბილისში მდებარე სამი მაღაზია გაქურდა. 

სამართალდამცველებმა ი.ა. 2018 წლის 14 ივნისს დააკავეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში აპელაციის წესით გაასაჩივრებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system