თავში

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი პატიმრობას.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა. 

დაკავებულის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლავრენტი გოგსაძე 25 იანვარს დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system