თავში

ჩვენ მოვითხოვეთ მაქსიმალური სასჯელი - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ჩვენ მოვითხოვეთ მაქსიმალური სასჯელი - შაქარაშვილის საქმის პროკურორი
ჩვენ მოვითხოვეთ მაქსიმალური სასჯელი - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების. ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა მიმდინარეობს. 

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, ყველა ბრალდებულის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი და ხუთივე მათგანი ცნობილია დამნაშავედ.

"დღევანდელი სასამართლო პროცესისთვის განაჩენი გამოტანილია ყველა ბრალდებულის მიმართ და ხუთივე ცნობილია დამნაშავედ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეში. რაც შეეხება სასჯელს, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც შეიძლება სასამართლომ დანიშნოს ბრალდებულების მიმართ არის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ სასამართლოს წინაშე მოვითხოვეთ მაქსიმალური სასჯელი და ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას",- განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, 9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system