თავში

დაიხურება თუ არა ფიტნეს ცენტრი "რეფორმერფიტნესი"?

დაიხურება თუ არა ფიტნეს ცენტრი "რეფორმერფიტნესი"?
დაიხურება თუ არა ფიტნეს ცენტრი რეფორმერფიტნესი?

ბათუმში არსებულ ფიტნეს ცენტრ "რეფორმერფიტნესს" ლიკვიდაცია ემუქრება. 

ფიტნესტცენტრში, დღეს, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მეპატრონეს განუმარტეს, რომ იზოლაციის წესის განმეორებითი დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ კი 248-ე პრიმა მუხლის მიხედვით. 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

რაც შეეხება იურიდიულ პირს, ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფიტნეს ცენტრში იმყოფებოდა, რომელმაც მეპატრონესთან საჯაროდ, სიტყვიერი ხელშეკრულება გააფორმა. მან აღნიშნული ადგილი იქირავა როგორც საცხოვრებელი სახლი და ადგილობრივ მოსახლეობას სტუმრობის უფლება მისცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system