თავში

დაკავებული სპეცრაზმელი: ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, პატიმრობა შემიფარდეთ

დაკავებული სპეცრაზმელი: ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, პატიმრობა შემიფარდეთ
დაკავებული სპეცრაზმელი: ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, პატიმრობა შემიფარდეთ

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა, მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა, - ამის შესახებ 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობაში ბრალდებულმა ზურაბ ფოფხაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისი თქმით, მისი მიზანი იყო, რომ მანქანა არ წაეყვანათ. ბრალდებულმა პროცესზე პატიმრობის შეფარდება ითხოვა. 

„რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ”, - განაცხადა ბრალდებულმა.

სპეცრაზმელმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და მომხდარის დეტალები გაიხსენა. კერძოდ, საუბარია მისი ავტომობილის გატაცების მცდელობაზე, რაშიც ის სწორედ ძმებ წურწუმიებს ადანაშაულბს, ვინაიდან ჩვენების მიხედვით, მან გატაცების ფაქტს ადგილზე მიუსწრო, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს 24 წლის მურად წურწუმიამ მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ბრალდებულის ადვოკატმა, მევლუდ ჯანჯღავამ დღეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავად გამოიძახა სასწრაფო, დაშავებულის დასახმარებლად.  

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ფოფხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ფოფხაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. 

ზურაბ ფოფხაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system