თავში

დაზიანებები ბაჩალიაშვილის ავტომობილზე - რას იკვლევს ექსპერტიზა

დაზიანებები ბაჩალიაშვილის ავტომობილზე - რას იკვლევს ექსპერტიზა
დაზიანებები ბაჩალიაშვილის ავტომობილზე - რას იკვლევს ექსპერტიზა

გარდაცვილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის თქმით, ავტომობილს მცირე დაზიანებები აღენიშნება. 

მიხეილ რამიშვილი აღნიშნავს, რომ ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს თუ როგორ მიადგა გარდაცვლილის მანქანას აღნიშნული დაზიანებები. 

„ავტომობილს მცირე დაზიანებები აღმოაჩნდა, დაზიანებულია მარცხენა მხარე, მარჯვენა მგზავრის მხარე. დაზიანებულია მანქანის წინა მარჯვენა „ბამპერი“ და მარჯვენა მგზავრის მხარეს კარის სახელურის მხარეს აქვს მირტყმული. როგორ არის მიყენებული ეს დაზიანებები, ამას ექსპერტი დაადგენს.

თამარის მამის თქმით, ავტომობილს ეს დაზიანებები არ ჰქონდა. ახლა ექსპერტიზაზეა ავტომობილის ბორბალი, როგორც იცით რამდენიმე კვალია მანქანის აღმოჩენის ადგილას, უნდა დადგინდეს, რომელი ეკუთვნის თამარის ავტომობილს. პასუხები 14 დღეში გვეცოდინება.

საინტერესოა, რომ გამორთული იყო კონდინციონერი, რაც ცოტა უცნაურია. ნებისმიერ სიტუაციაში, როცა თვითმკვლელობაზე ფიქრობ კონდინციონერს არ გამორთავს, ეტყობა ვიღაცა სხვას ჰქონდა გამოყენებული მანქანა,- აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

დღესვე, პირველადი დათვალიერებით ექსპერტ-კრიმინალისტებმა გაცხადეს, რომ ბაჩალიაშვილის კუთვნილ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილზე საბუქსირე მოწყობილობა გამოყენებული არ არის. 

ადვოკატი და გარდაცვლილის მშობლები, ვარაუდობდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ჯერ მოკლეს, ავტომობილი კი მოგვიანებით ბუქსირით მიიტანეს აღმოჩენის ადგილზე.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system