თავში

დღეს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განხილვა გაიმართება. 

სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე დასაწრებად უკვე მივიდა თავად ბრალდებული. საქალაქო სასამართლოში მხარდასაჭერად იმყოფებიან სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

უგულავას ევროპის ჩემპიონ, ძიუდოისტ საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით მათ თავს 2 უცნობი პირი დაესხა. 

"ივანიშვილის სასამართლოს მხრიდან უსამართლობას დიდი ხანია შეჩვეული ვარ, მაგრამ ის აბსურდი, ის ცინიზმი, რაც ამ საქმეს ახლავს თავს უბრალოდ ენით აღუწერელია. პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ მე ძიუდოისტს თავს არ დავსხმივარ. მით უმეტეს აეროპორტის ზონაში, სადაც გატენილია კამერებით. 

ხელისუფლების დაქირავებული ზონდერი გავაშელიშილი, რომელიც მიტინგების დარბევაშიც არის შემჩნეული, დამესხა თავს და ბოლოს გამოვიდა ისე, რომ მე ვარ დამნაშავე მის ცემაში. სასამართლო რითი დამთავრდება არ ვიცი",- თქვა გიგი უგულავამ.

უგულავა დარწმუნებულია, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტი პროვოცირებული იყო, რასაც ის ბიძინა ივანიშვილის შურისძიებად აფასებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system