თავში

თავს დამნაშავედ არ ცნობს - დავით კოდუას ადვოკატი

თავს დამნაშავედ არ ცნობს - დავით კოდუას ადვოკატი
თავს დამნაშავედ არ ცნობს - დავით კოდუას ადვოკატი

ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ დავით კოდუა წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. 

მისივე განმარტებით, დაკავებულს ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ადგილი მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა.

,,რა ფაქტზეც არის დაკავებული ამ ფაქტთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია საერთოდო, უბრალოდ, იყო კონფლიქტი მეუღლეს, შვილსა და მას შორის. ფიზიკურ ძალადობას ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მას დატოვებს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, თუმცა, დაცვის მხარე ალტერნატივის სახით გამოძიების დასრულებამდე ბუნებრივია შესთავაზებს გირაოს", - აცხადებს მუხრან ღურწკაია.

ცნობისთვის, ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ბიზნესმენის მეუღლის, ნათია გედევანიშვილის განცხადებით, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მასსა და დავით კოდუას შორის, მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

როგორც გედევანიშვილი განმარტავს, მას არ სურდა მეუღლე დაეკავებინათ და მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system