თავში

ენმ-ის წევრსა და მის მეუღლეზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

ენმ-ის წევრსა და მის მეუღლეზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს
ენმ-ის წევრსა და მის მეუღლეზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნისა და მისი მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს - გ.ც.-სა და მის მეუღლეს - ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system