თავში

"ესაა დიდი ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო" - მერაბ კობიაშვილი

"ესაა დიდი ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო" - მერაბ კობიაშვილი
ესაა დიდი ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო - მერაბ კობიაშვილი

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართლებულმა მერაბ კობიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:

"ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი, იქედან გამომდინარე, რომ არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა. ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა მერაბ კობიაშვილმა.

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system