თავში

ფოთში სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ფოთში სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ
ფოთში სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

ფოთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირებს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინებათ, რის შემდეგაც მათთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით არის აღძრული.

თავდაპირველად სამართალდამცველებმა 3 ადამიანი, მოგვიანებით კი კიდევ ერთი აიყვანეს.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულებმა ვაჟა ტყებუჩავა გაიტაცეს, სასტიკად სცემეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და მიიმალნენ. მიყენებული ტრავმების შედეგად 43 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system