თავში

გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა

გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა
გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება, ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცხედრის აღმოჩენისას ჩატარებული დათვალიერებით გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

„პირველადი დათვალიერებით, ცხედარს მექანიკური დაზიანებები, როგორიცაა ცივი იარაღითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისი განცხადებით, დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, 4 დღის შემდეგ, გუშინ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system