თავში

"გიგი უგულავა პროცესზე უტიფარ განცხადებებს აკეთებდა" -პროკურორი

"გიგი უგულავა პროცესზე უტიფარ განცხადებებს აკეთებდა" -პროკურორი
გიგი უგულავა პროცესზე უტიფარ განცხადებებს აკეთებდა -პროკურორი

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც გიორგი უგულავამ, ისე ყველა სხვა ბრალდებულმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის", - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გიგი უგულავას მიზანი პოლიტიკური სანახაობის მოწყობა იყო.

"დღევანდელ პროცესზე გამოცხადდა ბრალდებული გიორგი უგულავა. ეს ადამიანი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის და მათ შორის პატარკაციშვილის ოჯახის ქონების დანაშაულებრივად წართმევის ეპიზოდებში. ჩვენ ამ საქმეს ვიხილავთ არაერთი წელია, 150 მოწმე დაიკითხა ამ საქმეზე, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც დაარბიეს 7 ნოემბერს, ჟურნალისტები, რომლებიც სცემეს ტელევიზიაში, როდესაც დაარბიეს "ტელეიმედი". ამ პროცესებს უგულავა არ ესწრებოდა, დღეს გამოცხადდა პროცესზე, აკეთებდა უტიფარ განცხადებებს, შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, შეურაცხყოფა მოგვაყენა ბრალდების მხარეს.

მისი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა, მაგრამ აქვე, როგორც ბრალდების მხარემ, მინდა, ყველა, იმ ათეულობით დაზარალებულის გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც ბრალდების მხარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც გიორგი უგულავამ, ისე ყველა სხვა ბრალდებულმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის", – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

ცნობისთვის, დღევანდელი პრპცესის მიმდინარეობისას, გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system