თავში

გიგი უგულავა: მე თვითონ მივალ ციხეში, ბარგი ჩალაგებული მაქვს

გიგი უგულავა: მე თვითონ მივალ ციხეში, ბარგი ჩალაგებული მაქვს
გიგი უგულავა: მე თვითონ მივალ ციხეში, ბარგი ჩალაგებული მაქვს

გიგი უგულავა მის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. "ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ "დაჭერების სერია" გაგრძელდება.

"ეს არის ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყევტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ ამ საქმეს გაცნობოდნენ. გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ აშინებს ივანიშვილს. ამ გზაზე იქნება დაჭერები. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე მე მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით ის სამართალდამცავებს დაელოდება "ევროპული საქართველოს" ოფისში თუმცა მზად არის თავადაც მივიდეს იმ კონკრეტულ ციხეში, რომელშიც მიუთითებენ.

"მე თვითონ მივალ ციხეში, გაუფრთხილდნენ ბიუჯეტს. მაცნობეთ მეგობრებო. ბარგი მანქანაში ჩალაგებული მაქვს,"-განაცხადა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლით და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system