თავში

გიგი უგულავა სამართალდამცველებს ჩაბარდა - PHOTO - VIDEO

გიგი უგულავა სამართალდამცველებს ჩაბარდა - PHOTO - VIDEO
გიგი უგულავა სამართალდამცველებს ჩაბარდა - PHOTO - VIDEO

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა სამართალდამცველებს ჩაბარდა. ცოტა ხანში მას ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანენ. გიგი უგულავას დაპატიმრება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. 

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ფონდიდან თანხების გაფლანგვისთვის პატიმრობას ითხოვდა.

განაჩენის შესახებ გიგი უგულავამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიტყო, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრების შეხვედრა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ მან "ევროპული საქართველოს" ოფისში გადაინაცვლა. როგორც უგულავა აცხადებდა, ის მზად იყო თავად მისულიყო იმ საპატიმროში, სადაც მის გადაყვანას აპირებდნენ. პარტიის ოფისში თანაპარტიელებთან დამშვიდობების შემდეგ გიგი უგულავა შსს-ში მივიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. 

"აბა თქვენ იცით, დროებით"- ამ სიტყვებით გამოემშვიდობა მხარდამჭერებს შსს-ში შესვლამდე გიგი უგულავა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system