თავში

გირაოს გადახდა არ განიხილება - ბასილაია

გირაოს გადახდა არ განიხილება - ბასილაია
გირაოს გადახდა არ განიხილება - ბასილაია

გირაოს გადახდა არ განიხილება, რადგან ნიკა მელიამ პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ბასილაიას თქმით, ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლება ძალიან უნდა, მაგრამ ამის გაკეთება ისე სურთ, რომ საკუთარ ამომრჩეველთან სახე შეინარჩუნოს. 

"არ გადაიხდის, რადგან ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა და მას აქვს პრინციპული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, სასამართლო განხილვის დროს, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ არანაირი საფუძველი ნიკას მიმართ პატიმრობის გამოყენების არ იყო.

დღეს, პროკურორის ბრიფინგიდან მოვისმინეთ, რომ ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება არა იმიტომ, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ამოცანები იქნეს მიღწეული, ან მისი მიმალვის საფრთხე არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ნიკა მელიას არ აქვს გადახდილი გირაოს თანხა და ისინი რაღაც გირაოს მცველებად გვევლინებიან. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ხელისუფლება იმყოფება და ისინი ცდილობენ თავიანთ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნებას. ფაქტია, რომ ხელისუფლებას ძალიან უნდა ნიკა მელიას გათავისუფლება, მაგრამ ამის გაკეთება უნდა ისე, რომ საკუთარ ამომრჩეველთან სახე შეინარჩუნონ", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. 

შეგახსენებთ, რომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system