თავში

გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს, 16 აპრილს წაუყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2001 წელს დაბადებული გიორგი მენაბდე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში აიყვანეს. 

შსს-ში აცხადებენ, რომ მან გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, მკვლელობის მიზნით დავით სარალიძეს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა.

შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. საქმეზე მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია.

გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system