თავში

გულმკერდისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - პროკურატურა

გულმკერდისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - პროკურატურა
გულმკერდისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ა.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ report.ge -ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 25 მაისს, მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.მ.-მ, შურისძიების მიზნით, რ.გ.-ს გულმკერდისა და ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად რ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა" - აღნიშნულია ინფორმაციაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system