თავში

ადვოკატი: გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

ადვოკატი: გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
ადვოკატი: გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეებს ადვოკატები: ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნემსიწვერიძე აღარ დაიცავენ.

დეტალების გასარკვევად, report.ge მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატს დაუკავშირდა. 

როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, სამივე ადვოკატი საქმეში რჩება და სპორტსმენების უფლებების დაცვას გააგრძელებს.

,,სამივე, ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ჩვენს პროფესიულ მოვალეობის შესრულებას და ეს არ არის სიმართლე", - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნემსიწვერიძე, მორაგბეების ინტერესებს საქმის დასაწყისიდანვე იცავენ. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გუშინ, 28 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ყველა ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system