თავში

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 10 საათზეა ჩანიშნული. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას მიმდინარე წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალება. 

ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგია დაწესებული და ის შესაბამის სამაჯურს ატარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system