თავში

ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა

ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა
ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა.

აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილმა ციხიდან წერილობით დააყენა. მან საკუთარ განცხადებაში მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს.

Report.ge ოქრუაშვილის ახლა უკვე ყოფილ ადვოკატს მამუკა ჭაბაშვილს ესაუბრა, მისი თქმით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ეს განცხადება მასთან შეთანხმების საფუძველზე გააკეთა.

„ეს არის მისი დაცვის სტრატეგია. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. მე ის მესაუბრა და ამის შემდე გააკეთა აღნიშნული განცხადება" - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. 

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system