თავში

ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე, ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

"ევროპული საქართველო"-ს წევრმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა.

ნადირაშვილის თქმით, პროკურატურამ შეწყალებების საქმეზე გამოძიება სწორედ "ევროპული საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

"რამდენიმე წუთის წინ მივიღე ზარი პროკურატურიდან და მთხოვეს მისვლა. ჩვენ ვამბობდით, რომ წყარომ, რომლის დასახელებასაც არ ვაპირებთ, მოგვაწოდა ინფორმაცია კორუფციული გარიგებების თაობაზე, რა დოზით არის ამ ყველაფერში გარეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტი ეს არის პროკურატურის დასადგენი. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ პროკურატურა ამ საქმეს სწრაფად გამოიძიებს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატი პროკურატურაში მისვლას ორშაბათს, 23 სექტემბერს აპირებს. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system