თავში

პრეზიდენტის მიერ შეწყალების ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პრეზიდენტის მიერ შეწყალების ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
პრეზიდენტის მიერ შეწყალების ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

,,საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთი 2009 წლიდან ძებნილია. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პროტესტი მოჰყვა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან.

18 სექტემბერს კი პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system