თავში

კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-ფაქტზე გამოძიება დაიწყო
კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე, რის შესახებაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. 

"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე და 333-ე მუხლებით დაიწყო," - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system