თავში

,,კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში" - გომელაური

,,კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში" - გომელაური
,,კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში - გომელაური

„კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში ოჯახური ძალადობის ფაქტების შემთხვევაში“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა  მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამ მიმართულებით პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა: დამზადდა ვიდეო რგოლები, დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მიემართათ პოლიციისთვის.

„პოლიციისთვის მიმართვა ბარიერი იყო. დავამზადეთ ვიდეო რგოლები, დავგზავნეთ SMS-ები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მოემართათ პოლიციისთვის. 112-მა აამოქმედა ასევე SOS ღილაკი, რადგან როცა იყო შემთხვევა, რომ ვერ რეკავდნენ და იყო SOS ღილაკის საშუალებით გამოეძახებინათ პოლიცია. სხვათაშორის ბევრმა გამოიყენა. 

ცუდია, რა თქმა უნდა, რომ იზრდება ერთის მხრივ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, თუმცა მეორეს მხრივ, კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ. 

თითქმის გაოთხმაგებულია მომართვიანობა. 

სხვათა შორის, ძალიან ნაკლები შემთხვევა იყო ეთნიკურად აზერბაიჯანული, სომხური მოსახლეობით დასახლებული რაიონების სოფლების მიმართულებით. ასევე, ქართული ოჯახებიდან ძალიან ნაკლებად იყო მიმართვიანობა და უკვე დაიწყო ნელ-ნელა. ძალიან კარგია, თუ ასე წავალთ. სასიხარულო არ არის, რომ მოიმატა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელმა, თუმცა, მომართვიანობამ რომ მოიმატა, ეს არის ძალიან კარგი და ერთხელ და სამუდამოდ ალბათ ეს კონტროლს ქვეშ იქნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system