თავში

"ქართული ოცნების" დეპუტატის შვილს ბრალი წაუყენეს

"ქართული ოცნების" დეპუტატის შვილს ბრალი წაუყენეს
ქართული ოცნების დეპუტატის შვილს ბრალი წაუყენეს

"ქართული ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს ბრალი წაუყენეს. 

2000 წელს დაბადებული გ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც კობალაძის ადვოკატი, ირაკლი გაბრიჭიძე ამბობს, მისთვის გაუგებარია, რატომ არის კობალაძე დაკავებული. მისი თქმით, იმ მტკიცებულებებით, რომელიც მას გადაეცა, ეს ადამიანი დაკავებული არ უნდა იყოს.

"დავით კობალაძეს ამ ეტაპისათვის ბრალი წარედგინა. იგი დაკავებულია და ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის, ძალიან მიკვირს რატომ არის დაკავებული. იგი თვითონვე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში თავის ნებაყოფლობით და როდესაც დააკავეს, დაკავების ერთერთ საფუძვლად მითითებულია, რომ ის შეიძლება მიიმალოს. მე მიმაჩნია, რომ ამ მტკიცებულებით, რომელიც მე გადმომეცა და იმ ბრალდებით, რაც მას აქვს წარდგენილი, ეს ადამიანი დაკავებული არ უნდა იყოს". - ამბობს გაბრიჭიძე.

შემთხვევა, რომლის გამოც, ქართული ოცნების დეპუტატის შვილი დააკავეს, 24 ივნისს მოხდა.

10 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა ანონსი, რომლის მიხედვით, შსს-ს დაკავებული არ ჰყავდა 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქართული ოცნების დეპუტატის შვილი იყო. კობალაძის შვილი პოლიციას 11 ივლისს ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანონსის გასვლის შემდეგ "შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ".

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ. ჟ და 2000 წელს დაბადებული გ. კ. 2000 წელს დაბადებული დ. კ. კი, მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში თავისი ინიციატივით გამოცხადდა. 

გ. კ.-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, დ. ჟ-ს კი ძალადობა და ცივი იარაღის ტარება.

"საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით დეპუტატმა კობალაძემ განაცხადა, რომ მისი შვილი საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. 

"ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა აგორებული მასზე... არავის ხელს არ ვაფარებ. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა" - განაცხადა კობალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system