თავში

კაცს, რომელმაც 38 წლის ქალს 11 ჭრილობა მიაყენა, ბრალი წარუდგინეს

კაცს, რომელმაც 38 წლის ქალს 11 ჭრილობა მიაყენა, ბრალი წარუდგინეს
კაცს, რომელმაც 38 წლის ქალს 11 ჭრილობა მიაყენა, ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ 9 აგვისტოს, თბილისში მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს, ქ.თბილისში, დ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით, მის ნაცნობ ქალს, 38 წლის მ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დ.დ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system