თავში

ხათუნა სამნიძე სუს-ში დაიბარეს

ხათუნა სამნიძე სუს-ში დაიბარეს
ხათუნა სამნიძე სუს-ში დაიბარეს

"რეპსპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე", ხათუნა სამნიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ხათუნა სამნიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას სუს-დან დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, დაწერა თუ არა მან ფეისბუკზე კონკრეტული სტატუსი კორონავირუსის შესახებ.

„დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი ფეისბუქზეო. პოსტი კოვიდ19-ის შესახებო. რა სუსის საქმეა, რას დავწერთქო და არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთ-თქო,“ – დაწერა სამნიძემ.

პოლიტიკოსი უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული. 

როგორც სუს-ში report.ge-ს განუმარტეს, საქმე ეხება ე.წ. საბოტაჟის საქმეს, რომლის გამოძებაც უწყებამ "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით დაიწყო. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე “მთავარი არხის” რესპონდენტები დაიბარა.

,,მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

“მთავარმა არხმა” რამდენიმე დღის წინ მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს "მთავარ არხს".

სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მათი ინტერვიუები დამონტაჟებულია და არასწორად არის ნათარგმნი აზერბაიჯანული ენიდან. 

აღნიშნული რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, ხათუნა სამნიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მასაც სმენია, რაც სავარაუდოდ, მისი უწყებაში დაბარების მიზეზი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რეპორტაჟში მონაწილე პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

16 მარტს პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system